თეგი: მოიერიშე თვითმფრინავი

სლოვაკეთი მზადაა, უკრაინას MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გადასცეს

სლოვაკეთი მზადაა, უკრაინას თავისი MiG-29 ტიპის მოიერიშე თვთმფრინავი გადასცეს. ამისთვის მზადება შესაძლოა, უახლოეს კვირებში დაიწყოს. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რასტილავ კაჩერმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა. „მიგ-29 ჯერ არ გადმოგვიცია, მაგრამ მზად ვართ ეს გავაკეთოთ. NATO-ში პარტნიორებთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, - განაცხადა რასტილავ კაჩერმა. მისივე თქმით, ამის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრაზეც ისაუბრეს.  

სამხრეთ კორეაში მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა

დღეს, სამხრეთ კორეის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქვეყნის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი KA-1 ჩამოვარდა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Yonhap იტყობინება. თვითმფრინავი ჰვენსონგის ოლქში, სეულიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 140 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:43 საათზე, ახლომდებარე ქალაქ ვონჯუს საჰაერო ბაზიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. მშვიდობიანი მოსახლეობის სახლების დაზიანებაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამხედროების თქმით, პილოტები, რომლებმაც მოახერხეს კატაპულტირება, უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც Ukrinform იტყობინება, ნოემბერში სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების KF-16 თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქთან ჩამოვარდა.